ბახტაძე: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა სიღარიბის დამარცხებაა

ბახტაძე: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა სიღარიბის დამარცხებაა

"მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ ამოცანას, ეს არის სიღარიბის დამარცხება, სიღარიბის დამარცხება გადის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებაზე და მათ წახალისებაზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში სიღარიბეს აუცილებლად დავამარცხებთ", -  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი სექტორია. მაგრამ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა სექტორებში გვქონდეს სწრაფი ზრდა. ჩვენი სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობდეს არანაირი წინაღობა იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი პროექტები და იდეები განხორციელდეს ჩვენს ეკონომიკაში.

შესაბამისად, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად, შევიმუშავებთ ისეთ თამაშის წესებს, ფინანსურ მექანიზმებს, რომელიც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპ ბიზნესის განვითარებას", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...