ხაზარაძე: საბანკო სისტემა საკრედიტო ინსტიტუტია და ნუ მოვთხოვთ  ყველაფრის დაფინანსებას

ხაზარაძე: საბანკო სისტემა საკრედიტო ინსტიტუტია და ნუ მოვთხოვთ ყველაფრის დაფინანსებას

"საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, ის საკრედიტო ინსტიტუტია და ნუ მოვთხოვთ  ყველაფრის დაფინანსებას", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა ხაზარაძემ.

"ქართული საბანკო სისტემა  ქართული ეკონომიკის 60%-ს აფინანსებს და ის წამყვანი სისტემაა  არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონსა  და მსოფლიოში.  ქართულმა საბანკო სისტემამ შემოიტანა ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი  და მას აქვს ყველაზე დაბალი საპორცენტო განაკვეთი რეგიონში.

ჩვენი საპროცენტო განაკვეთი, რითიც ვაფინანსებთ კორპორაციებს, ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები, რომლითაც ისინი საქართველოში აფინანსებენ ბანკებს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა ხაზარაძემ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...