ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი: ჩინეთი საქართველოს ე.წ. "შუა დერეფნის" განვითარებაში დაეხმარება

ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი: ჩინეთი საქართველოს ე.წ. "შუა დერეფნის" განვითარებაში დაეხმარება

"ჩინეთი საქართველოს "სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის, ე.წ. "შუა დერეფნის" განვითარებაში დაეხმარება", - აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის ლი სიაოპენისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად  მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე "შუა დერეფნის" განვითარებაზე, ამ საერთაშორისო მარშრუტის მეშვეობით 2015 წლიდან ხორციელდება ჩინეთიდან სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები. ასევე შემუშავებულია გამჭოლი ტარიფი სრულ მარშრუტზე.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

7 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული  სამსახური   საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი  ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი...