ბახტაძე: საწყისს კაპიტალთან წვდომის მასიური პრობლემა გვაქვს

ბახტაძე: საწყისს კაპიტალთან წვდომის მასიური პრობლემა გვაქვს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა პრობლემა, რომელიც საწყისს კაპიტალს უკავშირდება.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკაში უპრეცენდენტო ინიციატივა, მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ახალი საგადასახადო რეფორმის დამტკიცების პროცესი. ამ იდეის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შევხვდით მცირე მეწარმეებს. შეხვედრებისას მოვისმინეთ ბევრი მცირე ბიზნესის წარმომადგენელის აზრი და პრობლემა, ერთი რამ ნათლად გამოიკვეთა, გვაქვს საწყისს კაპიტალთან წვდომის მასიური პრობლემა.

კაპიტალთან წვდომა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის, დივერსიფიკაცია კი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პროცესია. მრავალფეროვანი ეკონომიკა ქმნის მდგრად ციკლს ჯანსაღი ეკონომიკური აქტივობისთვის, სადაც ბიზნესებს  აქვს საშუალება გამოკვებონ ერთმანეთი და ერთად გაიზარდნონ, რაც შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკაზეც პოზიტიურად აისახება", - აცხადებს ბახტაძე.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

20 ივლისი, 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...