ბახტაძე: "მაიკროსოფტთან" ერთად შევუდგებით საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას

ბახტაძე: "მაიკროსოფტთან" ერთად შევუდგებით საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას

"მაიკროსოფტმა" მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს ჩვენ მიერ შექმნილ კონსორციუმს და ერთობლივი ძალისხმევით განვავითაროთ საქართველოში ციფრული ეკონომიკა", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცახდებს.

"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ლიდერმა აიტი კომპანიამ "მაიკროსოფტმა" მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს ჩვენს მიერ შექმნილ კონსორციუმს და ერთობლივი ძალისხმევით განვავითაროთ საქართველოში ციფრული ეკონომიკა

თავად ის ფაქტი, რომ ასეთი გიგანტი კომპანიები ინტერესდებიან საქართველოში მსგავსი პროექტების განხორციელებით, არის ნათელი დასტური იმისა, თუ რა უნიკალური შესაძლებლობა აქვს ქვეყანას, რომ გახდეს ციფრული ეკონომიკის ჰაბი მთელს რეგიონში. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო "მაიკროსოფტს" ასეთი მაშტაბური მხარდაჭერისთვის!

ამ პროექტის განხორციელებით მოხდება ქართული მხარის მაქსიმალური ჩართულობა და სტარტაპები გახდებიან ამ პროექტის მამოძრავებელი ბირთვი! განვითარებულ მსოფლიოში სტარტაპები არიან ეკონომიკის ყველაზე საინტერესო კომპონენტები", - აცხადებს ბახტაძე.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...