მამუკა ბახტაძე: მთავრობა მეწარმეებისთვის მაღალპროცენტიანი სესხების ალტერნატივას ქმნის

მამუკა ბახტაძე: მთავრობა მეწარმეებისთვის მაღალპროცენტიანი სესხების ალტერნატივას ქმნის

"მთავრობა მეწარმეებისთვის მაღალპროცენტიანი სესხების ალტერნატივას ქმნის", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს.

"ვიცი საქართველოს მოსახლეობის განწყობა საბანკო სექტორთან დაკავშირებით, საქარველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას.

შესაბამისად საჭიროდ ჩავთვალეთ, ალტერნატიული წყაროს შექმნის ინიციატივა, რომელსაც ვუწოდეთ სასტარტო კაპიტალის შექმნის რეფორმა!

სასტარტო კაპიტალზე წვდომის იდეა მდგომარეობს, რომ სწორედ ჩვენი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის, იაფი, ფაქტობრივად ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის მქონე ფულადი რესურსის მიწოდებას! ეს იქნება ალტერნატივა, მაღალპროცენტიანი საბანკო პროდუქტისა!", - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...