"საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივ სტატისტიკაზე უკვე დადებითად აისახა"

"საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივ სტატისტიკაზე უკვე დადებითად აისახა"

"თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივ სავაჭრო სტატისტიკაზე დადებითად უკვე აისახა", - აღნიშნა ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჭუნ შანმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე.

შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინურმა მხარემ დიდი ინტერესი გამოხატა, დაეხმაროს ქართულ კომპანიებს ჩინეთის ბაზარზე პროდუქციის პოპულარიზების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ექსპორტის ზრდას ჩინეთში.

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

9 საათის წინ

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...