ქობულეთში თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ქობულეთში თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ქობულეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც 5 850 148 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 30 ადამიანი დასაქმდება.

საწარმო წლიურად სულ მცირე 500 ტონა თევზსა და თევზის ხორცს კერძოდ კი ატლანტის ორაგულის  წარმოებას უზრუნველყოფს. წარმოებული პროდუქცია ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დამუშავებული და შეფუთული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, მდ. კინტრიშის მიმდებარედ არსებული 16 433 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შპს "ნ.გ. ჰოლდინგს" გადასცა.

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...