25 მაისს, SPACEHALL-ში, MIND AGAINST, EINMUSIK-ი და JONAS SAALBACH-ი ივენთს გამართავენ

25 მაისს, SPACEHALL-ში, MIND AGAINST, EINMUSIK-ი და JONAS SAALBACH-ი ივენთს გამართავენ

MONUMENT და MOVEMENT ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 25 მაისს, SPACEHALL-ში, MIND AGAINST, EINMUSIK-ი და JONAS SAALBACH-ის ივენთი გაიმართება.

MIND AGAINST: ეს არის იტალიური დუო, რომელიც უკვე მრავალი წელია ტექნო მუსიკას ქმნის. ამჟამად ისინი ბერლინში მოღვაწეობენ და საკმაოდ წარმატებულ არტისტებად ითვლებიან. მათი  შემოქმედება გადაკვანძულია 1980-ი წლების ფსიქოდელიური ჩანახატებში, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ თანამედროვე საცეკვაო მუსიკის აქცენტებზე, რაც ერთობლიობაში ქმნის ძლიერ და გამორჩეულ ჟღერადობას.

ორგანიზატორების თქმით, იტალიური ჯგუფის წარმომადგენლები, თბილისში სიურპრიზებს ამზადებენ, რომელსაც მსმენელი ივენთამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგებს.

EINMUSIK B2B  JONAS SAALBACH: Einmusik-ის და Jonas Saalbach-ის ენერგიული B2B ლაივები განსხვავებული მოვლენაა, სადაც Einmusika Labelboss - Samuel Kindermann უერთდება ახალგაზრდა და უნიკალური საუნდების მქონე Jonas Saalbach-ს. მათი პირველი B2B ამსტერდამში შედგა ხოლო შემდეგი მასშტაბური გაერთიანება ბერლინის Spy Tower-ზე მოხდა. ეს ის მოვლენაა, როცა 2 არტისტი ერთ პროექტად გარდაიქმნება.

ღონისძიებაზე ასევე დაუკრავენ წარმატებული ქართველი არტისტები, როგორებიც არიან - Tade, Daniell და Villiescrow.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია ონლაინ  EVENTER.GE -ზე ხოლო OFFLINE ბილეთები მალე ჩაეშვება გაყიდვაში რამოდენიმე ლოკაციაზე, ორგანიზატორების თქმით ყველა სიახლე ივენთზე, ფეისბუქის მისამართზე დაიწერება.

აღსანიშნავია, რომ დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, პირველი კალათის ბილეთების რაოდენობა უკვე ამოიწურა და  ბილეთების გაყიდვა მეორე კალათაზე გადავიდა, რომლის ფასიც 40 ლარს შეადგენს, იგი ეტაპობრივად მოიმატებს და საბოლოო ფასი ადგილზე 60 ლარი იქნება.

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...