დიდ ლილოში რეზინისა და პლასტიკის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

დიდ ლილოში რეზინისა და პლასტიკის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

დიდ ლილოში რეზინისა და პლასტიკის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. კომპანია 640 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 20 ადამიანს დაასაქმებს.

საწარმო ამორტიზებული საბურავების, პლასტიკისა და რეზინის ტექნიკური ნარჩენების გადამუშავებით აწარმოებს მინერალურ საწვავსა და სინთეტიკურ ნავთობს, რაც შესაძლებლობას მისცემს აგრო მეწარმეებს ზამთრის პერიოდში შეღავათიანი პირობებით  მოახდინონ სასათბურე მეურნეობების გათბობა. ამასთან, ამორტიზებული საბურავების, პლასტიკისა და რეზინის ნარჩენების გადამუშავება გარკვეულ წილად მოაგვარებს რეზინა-ტექნიკური ნარჩენების უტილიზაციის პრობლემას და საგრძნობლად გააუმჯობესებს გარემოსდაცვით ასპექტებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს "პკლ ეკო სოლუშენს" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, დიდ ლილოში მდებარე 15 188 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა გადასცა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 344 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 850 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 14 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...