კლუბის წევრები CSR-ის მიმართულებით საკუთარი კომპანიების ანგარიშებს წარადგენენ

კლუბის წევრები CSR-ის მიმართულებით საკუთარი კომპანიების ანგარიშებს წარადგენენ

13 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო "რუმს თბილისში" გაიმართება "კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის" საერთო კრება, რომელსაც კლუბის 70-მდე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება. საერთო კრება საანგარიშო ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც კლუბის რამდენიმე წევრი საკუთარი ორგანიზაციის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

საერთო კრებაზე, ასევე, განიხილავენ საქართველოში დღესდღეობით არსებულ ვითარებას კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით, გამოწვევებსა და პრობლემებს, რაც CSR-ის განვითარებას უშლის ხელს. ამასთან, კლუბის წევრები მიმოიხილავენ 2018 წელს დაგეგმილ აქტივობებს, ისაუბრებენ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების მნიშვნელობაზე, როგორც საზოგადოების გაძლიერების, ასევე ბიზნესის განვითარების კუთხით. შეხვედრაზე მოხდება კლუბის ახალი წევრების წარდგენაც.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

CSR კლუბის შესახებ: 2015 წლის 27 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" ინიციატივით დაფუძნდა "სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი", რომელიც წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს. კლუბის მისია მდგომარეობს საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობაში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით. კლუბში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამჟამად კლუბში გაერთიანებულია 80-მდე ბიზნესკომპანია, სამოქალაქო და საჯარო ორგანიზაცია.

 ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ ლუდს მოიხმარენ

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ ლუდს მოიხმარენ

18 ივლისი, 2018

თუკი ლუდის სმასა და მისი მოხმარების შესახებ ვსაუბრობთ, მაშინ ამ მაჩვენებლით ჩეხებს ბადალი არ ჰყავთ. Statista-ს მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, თუ რა რაოდენობის ლუდი მოიხმარეს შერჩეულ ქვეყნებში გასულ წელს. კვლევის თანახმად, 2017 წელს, ერთმა...