Sofrecom 2018 წლის 13 აპრილს საქართველოში ახალ ფილიალს ხსნის

Sofrecom 2018 წლის 13 აპრილს საქართველოში ახალ ფილიალს ხსნის

Orange Group-ის შვილობილი კომპანია Sofrecom საქართველოში ახალი ფილიალის გახსნას აღნიშნავს და საქართველოსა და რეგიონში საკუთარ პოზიციას იმყარებს.

საქართველოში ახალი ფილიალის დაარსებით, Sofrecom Group  აგრძელებს საკუთარი - სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისა და მთავრობისთვის ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი მოთამაშის  პოზიციების გაძლიერებას.

Sofrecom ეხმარება მომხმარებლებს, ფეხი აუწყონ ბაზარზე მიმდინარე მუდმივ ცვლილებებს, მიაღწიონ  დასახულ საქმიან თუ ადამიანურ მიზნებს და საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით, მონაწილეობს განვითარების ყველა ეტაპზე,  დაწყებული სტრატეგიის განსაზღვრიდან, დამთავრებული ოპერატიული რეალიზაციით.  Sofrecom–მა ოთხი საექსპერტო სტრატეგია შეიმუშავა სტრატეგიასა და მარკეტინგში, ცვლილებების მართვასა და შესაძლებლობების განვითარებაში, ქსელისა და IT ტრანსფორმაციაში და IT გადაწყვეტილების განვითარებაში.

Sofrecom-ის გუნდი ფლობს უნიკალურ ნოუ-ჰაუსა და  ცოდნას დიგიტალიზაციის პროექტებში, როგორიცაა ელექტრონული მართვა და და მობილური ფინანსური სერვისი; ასე, მაგალითად:

- ელ–მართვის პროგრამები კონცეფციით და IT-ის გენერალური გეგმით ან, თუნდაც, სამთავრობო ადმინისტრაციისთვის პროცესების დიგიტალიზაცია;

- აზიაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მობილური ფინანსური სერვისის სტრატეგიის შემუშავება და განსაზღვრა, დაწყებული ბაზრის პოტენციალის შესწავლიდან, დამთავრებული ამ სერვისის ჩაშვებით;

- ცვლილების მართვა და შესაძლებლობების განვითარება საფრანგეთში, სამხრეთ აზიასა და აფრიკაში, სადაც Sofrecom–მ ხელი შეუწყო კონტინენტის პირველი კორპორატიული უნივერსიტეტის შექმნას რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ოპერატორისთვის (Telecom Excellence Academy).

Sofrecom-ს შეუძლია მოახდინოს Orange group–ის ფართო გამოცდილების განზოგადება: ფიქსირებული/მობილური/ინტერნეტ კონვერგენცია, ინოვაცია, მომხმარებლის ციფრული გამოცდილება, ასევე, 100-ზე მეტი ქვეყნის მასშტაბით შესრულებული მრავალპროფილიანი პროექტი.

საქართველოში Sofrecom 2013 წლიდან ახორციელებს სილქნეტის მხარდაჭერას, რაც მოიცავს სტრატეგიას, ქსელს და ამჟამად უკვე მის ძირითად IT ტრანსფორმაციას.

დღესდღეობით, როდესაც სილქნეტმა შეისყიდა ჯეოსელი და  მთავარი კონვერგენტი ოპერატორი გახდა, Sofrecom შესაძლებლობას მისცემს მას, რათა ისარგებლოს Orange-ის გამოცდილებითა და ცოდნით ყველა დომენზე და, კერძოდ, ინოვაციებისა და მობილური ფინანსური სერვისების კუთხით.

ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს Sofrecom-ის შესაძლებლობებს, მეგზურობა გაუწიოს თავის მომხმარებელს ციფრულ ტრანსფორმაციაში. ამასთან, აღნიშნულ იქნა Sofrecom-ის სურვილი, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სილქნეტის წარმატებულ საქმიანობას.

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ბატონმა პასკალ მენიემ აღნიშნა:

"ბედნიერები ვართ და ვამაყობთ, რომ თან ვახლავართ საფრანგეთის კომპანიებს საერთაშორისო პროექტებში. ბოლო 50+ წლის მანძილზე კომპანია, რომელიც Orange Group–ს ეკუთვნის, მთავარი მოთამაშეა telco-ის ტრანსფორმაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სიცოცხლისუნარიანობა და ზრდა სექტორში მას ორიენტირის როლს აკუთვნებს; სილქნეტმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეიძინა ჯეოსელი, წამყვანი პოზიცია დაიკავა ფიქსირებულ და მობილურ კომუნიკაციებში, როგორიცაა Orange საფრანგეთში. დარწმუნებული ვარ, Sofrecom კვლავაც დადებით წვლილს შეიტანს Telco/ ICT-ის სექტორის საქმიანობაში როგორც საქართველოში, ისე რეგიონში".

სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბ-ნმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა:

"სილქნეტი უკვე რამდენიმე წელია Orange Alliance-ის წევრია და ჩვენ ძალიან ბედნიერნი და მოხარულნი ვართ Sofrecom-თან თანამშრომლობით. Sofrecom-ის დახმარებით სილქნეტისთვის შევიმუშავეთ 5-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა. Sofrecom კონსულტაციებს გვიწევდა ჯეოსელთან გარიგების საკითხებზე მოლაპარაკების პერიოდში. კერძოდ, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის კეთილსაიმედოობის საკითხებში. ამჟამად კი Sofrecom გვეხმარება IT ტრანსფორმაციაში, ინტეგრაციასა და ორივე კომპანიის დაახლოებაში. ჩვენი თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც სილქნეტი ადგას სწორედ იმ გზას, რომელიც Orange-მა განვლო - დაწყებული ფიქსირებული ხაზის ოპერატორიდან, დამთავრებული მობილური ოპერატორითა და მობილური ფინანსური მომსახურების პროვაიდერით. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის გამოცდილება ამ ჯერზე საქართველოში შემოდის, რათა ხელი შეუწყოს ტელეკომის სერვისის განვითარებას.  ამგვარი თანამშრომლობა ჩინებულად ერგება "სილქ როუდ ჯგუფის" ძირითად ხედვას საქართველოს პოზიციის შესახებ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების კუთხით".

Sofrecom ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიიომ ბუდინმა აღნიშნა:

"მოხარულნი ვართ, მოგესალმოთ თბილისში და გაგიზიაროთ ჩვენი ამბიცია, რომელიც მოიაზრებს საქართველოში ტელეკომის შემდგომ განვითარებას. ამ ცვალებად ბაზარზე ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ძირითადი ინდუსტრიული ტენდენციების ათვისებაში თავიანთი კონკრეტული გამოწვევებისთვის საუკეთესო გზის მოსაძიებლად. ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან საქმიანი და ადამიანური მიზნების მისაღწევად; ჩვენ ვერთვებით განვითარების  ყველა ეტაპზე - დაწყებული სტრატეგიის განსაზღვრიდან, დამთავრებული ოპერატიული რეალიზაციით;  ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, ტრანსფორმაციის პროგრამების წარმართვასა და ხელსაყრელი, გრძელვადიანი შედეგის მიღწევაში. მსურს, მადლობა გადავუხადო სილქნეტს და მის მმართველ გუნდს ნდობისთვის; ამასთან, იმედი მაქვს, რომ სილქნეტს არა მხოლოდ ამ საინტერესო ეტაპზე დავუჭერთ მხარს, როდესაც იგი მთავარი კონვერგენტი ოპერატორი ხდება, არამედ, ჩვენ გავაერთიანებთ ძალებს ახალი პროექტებისთვის, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ".

 

Sofrecom-ის შესახებ

Sofrecom - Orange Group-ის შვილობილი კომპანია - მსოფლიო მასშტაბით ემსახურება სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, პერსპექტიული კვლევებში, ბიზნეს-კონსულტაციაში, ქსელებსა და IT ტექნოლოგიებში შეუდარებელ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

Sofrecom ხელს უწყობს კლიენტების: ოპერატორების, მთავრობისა და მარეგულირებლის - განვითარებას და ტრანსფორმაციის პროექტებს; რასაც აღწევს მათთვის საოპერაციო გადაწყვეტილებებისა და Orange Group-ის გამოცდილების გაზიარებით.

ჩვენი 1750 კონსულტანტისა და ექსპერტის უნიკალური ცოდნის წყალობით, მისი მომხმარებლები იღებენ რეალური ბაზრისა და სატელეკომუნიკაციო ტარიფების შესახებ ჩინებულ ცოდნას.

Sofrecom-მა თითქმის 50 წლის განმავლობაში ოპერატორთა საქმიანობის უნიკალური გამოცდილება შეიძინა; შედეგად, დღესდღეობით იგი წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT), ასევე, სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიისთვის ბიზნეს კონსულტაციებში.

მისი გამოცდილება  განვითარებად ბაზრებში გამყარებულია სტრუქტურული ცვლილებების სიღრმისეული ცოდნით, რაც გავლენას ახდენს ტელეკომის ბაზარზე და ხდის მას ოპერატორებისთვის, მთავრობისა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის ღირებულ პარტნიორად.

თემები: