IMF-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს პროგრესი აქვს როგორც ვაჭრობის, ასევე ინვესტიციების მხრივ

IMF-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს პროგრესი აქვს როგორც ვაჭრობის, ასევე ინვესტიციების მხრივ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზურს შეხვდა. შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში შედგა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას. აღინიშნა მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც მიღწეული იქნა ეკონომიკური რეფორმებიდან გამომდინარე. ასევე ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.

თავის მხრივ, შეხვედრის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზურმა.

"საინტერესო შეხვედრა იყო, რომელზეც განვიხილეთ რეფორმების პროგრამა, რასაც საქართველო ახორციელებს. ასევე მოვისმინე სხვადასხვა ინიციატივები, რომელიც ხორციელდება ქვეყნებსა და რეგიონს შორის თანამშრომლობის გაზრდის კუთხით. მოხარული ვარ იმის შეტყობით, რომ საქართველოს პროგრესი აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სავაჭრო, ასევე ინვესტიციების მხრივ", - განაცხადა ჯიჰად აზურმა.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

21 ივლისი, 2018

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...