ბერძნული ავიაკომპანია Ellinair თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს

ბერძნული ავიაკომპანია Ellinair თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა" და ბერძნულ ავიაკომპანია Ellinair-ს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, მაისიდან განახლდება რეგულარული რეისების შესრულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკის და კუნძული კრეტას მიმართულებით.

ფრენა AIRBUS 320 და BOEING 737 ტიპის თვითმფრინავებით 22 მაისიდან თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით კვირაში ერთხელ,  ყოველ სამშაბათს განხორციელდება.

14 ივნისიდან კი რეისები კვირაში ორჯერ - ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ერთი გზის ბილეთის ფასი 297 ლარიდან, ხოლო ორი გზის ბილეთის ფასი 591 ლარიდან დაიწყება.

14 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძული კრეტას მიმართულებით დაინიშნება. ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება და ორმხრივი ბილეთის ფასი 765 ლარი იქნება.

ავიაბილეთის ფასში შედის:

  • 8 კგ ხელბარგი;
  • 20 კგ ბარგი;
  • კვება ბორტზე;
  • გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები;
  • აეროპორტში რეგისტრაციის გავლა.
გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...