ფინკა ბანკსა და "ჯიპიაი ჰოლდინგს" შორის ურთიერთთათანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინკა ბანკსა და "ჯიპიაი ჰოლდინგს" შორის ურთიერთთათანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინკა ბანკსა და სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელის თანახმადაც კომპანიები ფერმერებს აგრო სესხსა და მოსავლის დაზღვევაზე სპეციალურ, შეღავათიან პირობებს სთავაზობენ. ამის შესახებ ინფორმაციას GPI ავრცელებს.

მიმდინარე თვეს უკვე ძალაში შედის სახლმწიფო სუბსიდირების პროექტის ახალი რეგულაციები. ფინკა ბანკისა და "ჯიპიაი ჰოლდინგის" ეს ერთობლივი პროექტი აქტუალურია ფერმერებისთვის, რომელთა მოსავლის ნაწილს სახელმწიფო აზღვევს, ნაწილის დაზღვევა კი მათ საკუთარი სახსრებით უწევთ, რაც დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამ შემთხვევაში ფერმერები, რომლებიც მოსავალს დააზღვევენ ჯიპიაი ჰოლდინგში,  ისარგებლებენ სპეციალური სადაზღვევო პირობებითა და 0%-იანი აგრო განვადებით ფინკა ბანკში.  გარდა ამისა, 3 000-დან 60 000 ლარამდე აგრო სესხს ფინკა ბანკში ფერმერები  შეღავათიანი  პირობებით მიიღებენ.

ვუსალ ვერდიევი, ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: "ჩვენი მიზანია მომხმარებლებს ჰქონდეთ სტაბილური გარემო ფერმერული მეურნეობების განსავითარებლად. რისკების დაზღვევა ამის ერთერთი აუცილებელი პირობაა, ამდენად მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომხმარებლებს კომპლექსურ მომსახურებას ვთავაზობთ, რაც გულისმობს სპეციალურ პირობებს აგრო სესხებზე, 0%-იან აგრო განვადებასა და მოსავლის დაზღვევას. გვჯერა, ეს სიახლე მეტ სარგებელს მოუტანს და ხელს შეუწყობს ფერმერებს მეურნეობის განვითარებაში".

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: "ჩვენ გადავწყვიტეთ ხელი შევუწყოთ ფერმერებს ხელმისაწვდომი, შეღავათიანი პირობებით შეძლონ რისკების შემცირება და მეურნეობის განვითარება. ვფიქრობთ, ჩვენი შეთავაზება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მისცემს ფერმერებს აგრო სექტორში წინსვლისათვის. სოფლის მეურნეობაში რისკების განსაზღვრა და საფრთხის პრევენცია პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ამიტომაც ძალიან მნიშვნლოვანია, დროულად განხორციელდეს  აგრო დაზღვევა და რაც შეიძლება მეტი ფერმერი ჩაერთოს პროექტში. მემორანდუმის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ფინკა ბანკთან ერთად შევეცადეთ მათზე მორგებული, შეღავათიანი და კომფორტული პირობები შეგვექმნა, რაც ხელს შეუწყობს  არა მხოლოდ ფერმერის საქმიანობას, არამედ, ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებას".

ჯიპიაისა და ფინკა ბანკის მიერ შეთავაზებული შეღავათიანი აგრო სესხისა და დაზღვევის პირობები ვრცელდება ფერმერებზე, რომლებსაც 5 ჰექტრამდე ვენახი და ბახჩეულის ბაღები აქვთ, ასევე მათთვის, ვისაც 15  ჰექტრამდე მიწის ფართობზე მარცვლეულის კულტურები მოჰყავთ.

ფერმერები, რომლებიც მოსავალს დააზღვევენ ჯიპიაი ჰოლდინგში,  ისარგებლებენ სპეციალური სადაზღვევო პირობებით, ფინკა ბანკის 0%-იანი აგრო განვადებითა და სპეციალური შეღავათებით აგრო სესხებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

11 საათის წინ

დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ  გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. ამის შესახებ ინფორმაციას...