დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში უმსხვილესი საპორტო ოპერატორი DP World ჩამოვა

დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში უმსხვილესი საპორტო ოპერატორი DP World ჩამოვა

საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საპორტო ოპერატორის DP World-ის წარმომადგენლები ეწვევიან, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საემიროების ტახტის მემკვიდრის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის  საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანის შეხვედრაში მონაწილეობდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  შესწავლილი იქნება "ერთი სარტყელი - ერთი გზის" გასწვრივ საქართველოს როლის გაძლიერებისა და აღნიშნულ პროცესში DP World -ის მონაწილეობის საკითხი, მათ შორის, ანაკლიის პორტის მიმართულებით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საემიროების ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ  ალ ნაჰაიანს მასთან საუბრის შესაძლებლობისა და დახმარებისთვის, რომლის აღმოჩენასაც ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებებით დაპირდა.

კერძოდ, საუბარია დახმარებაზე ყურის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების საკითხში, ასევე ქართული პროდუქტების მოხვედრაზე საემიროების სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში,  საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა ჯგუფების ჩამოსვლაზე, რომლებიც ქვეყნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლიან.

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

8 საათის წინ

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...