2018 წლის სამი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 36%-ით გაიზარდა

2018 წლის სამი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 36%-ით გაიზარდა

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 2018 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, გადაყვანილ იქნა 839,612 მგზავრი, რაც 36%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (621,240 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2018 წლის 3 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 724,024 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (528, 145 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის პირველ კვარტალში მგზავრთნაკადი 15 % გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 67,892 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 78, 020 მგზავრი შეადგინა.

რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ კვარტალში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 36, 762 მგზავრმა ისარგებლა. რაც 55%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (23,696 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის პირველ კვარტალში 806 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 50 რეისი შესრულდა.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...