საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air  საქართველოდან რუმინეთის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.
 
პირველი რეისი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით 3 ივლისს შესრულდება. ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება. ბილეთის ფასი 74.99 ლარიდან იწყება და დაჯავშნა ავიაკომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-თან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი წარმატები დასრულდა. რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.
ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...