"სი-ტი პარკი" თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებას  თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს

"სი-ტი პარკი" თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს

5 აპრილს, 14:00 საათზე, კომპანია "სი-ტი პარკი" თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) გაასაჩივრებს.

სასარჩელო მოთხოვნას კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულების სასამართლოს მიერ დადასტურება წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ  კომპანია "სიტი პარკს" ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 2018 წლის 10 აპრილი განისაზღვრა. პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სიტი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

21 ივლისი, 2018

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...