2018 წლის პირველ კვარტალში, ქართული ღვინის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა

2018 წლის პირველ კვარტალში, ქართული ღვინის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან, მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17,7 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 24%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

სულ ექსპორტირებულია 40,47 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26% შეადგინა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ბელარუსი - 429% (233220), იაპონია - 230% (53160), დიდი ბრიტანეთი - 98% (37740), საფრანგეთი - 71% (24248), ყაზახეთი - 85% (877494), ჩეხეთი - 68%(18888), ლატვია - 61% (412626), ნიდერლანდები - 46% (21993), გერმანია - 38% (136222), უკრაინა - 36%(1771928), პოლონეთი - 32% (740922), ესტონეთი - 28% (120246), რუსეთი - 28% (11511830), ისრაელი - 24% (52722,  აშშ - 3% (68620), და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (11511830), უკრაინა (1771928),  ჩინეთი  (1117138), ყაზახეთი  (877494) და პოლონეთი (740922).

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივები

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივები

18 საათის წინ

ელექტროენერგია ის პროდუქტია, რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია: გარკვეული ოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამეცნიერო თუ გასართობი ობიექტები, საწარმოო საშუალებები, სამედიცინო აპარატურა...