იმედა დვალიძე: "ბადაგონის" საქმეზე სალაყაიას მხრიდან სახეზე გვაქვს დანაშაული - მითვისება

იმედა დვალიძე: "ბადაგონის" საქმეზე სალაყაიას მხრიდან სახეზე გვაქვს დანაშაული - მითვისება

კომპანია "ბადაგონის" ინვესტორის ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვალიძე მოპაექრე მხარის დასმულ კითხვებს პასუხობს და აცხადებს, რომ სახეზეა სალაყაიას მიერ ჩადენილი დანაშაული - მითვისება და შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეზე, გამოძიებას სწორედ ის ორგანო აწარმოებს, რომელსაც ეს კანონით ევალება.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არის კომპეტენტური ორგანო, რათა გამოიძიოს მითვისების, როგორც დანაშაულის ფაქტი. ჩვენი კანონმდებლობით, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსით და იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, მითვისების დანაშაულზე გამოძიების წარმმართველი, უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. ამდენად, ინტერპრეტაცია, რომ თითქოს ხელოვნურად ხდება კერძო დავის გადატანა სისხლის სამართლის სფეროში, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

სახეზე გვაქვს დანაშაული - მითვისება და შესაბამისად,  ამ კატეგორიის საქმეზე, გამოძიება უნდა აწარმოოს სწორედ იმ ორგანომ, რომელიც აწარმოებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გაჩნდეს გარკვეული ზიანის ანაზღაურების, გარკვეული ვალდებულების შეუსრულებლობის ან სხვა მიზეზთა გამო, სამოქალაქო დავის წარმოების შესაძლებლობაც და საჭიროებაც - არც ამას გამოვრიცხავთ. ჩვენ არცერთ სამართლებრივ გზას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ ნებისმიერი გზა, რომელიც ჩვენ შეგვეძლო აგვერჩია, ცალ-ცალკე თუ ერთად, იქნებოდა ბატონი სალაყაიას მხრიდან, პროვოკაციული ინტერპრეტაციების საგანი.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩემი მარწმუნებლების მიზანი არის წილის დაბრუნება. შესაბამისად, მათი პრეტენზიები მიმართულია კონკრეტულად წილის მიმთვისებელთან, ბატონ გიორგი სალაყაიასთან და არანაირად არ მოვა წინააღმდეგობაში უშუალოდ "ბადაგონის" ინტერესებთან, "ბადაგონში" დასაქმებულთა ინტერესებთან და ბადაგონის მომავალთან, იმიტომ რომ ბადაგონის გამართული ფუნქციონირება  სწორედაც შეადგენს იმ ადამიანების ინტერესს, რომელთაც მე წარმოვადგენ ანუ ინვესტორის ინტერესს, ვინც ამ საქმეში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ჩადო", - აცხადებს "ბადაგინის" ინვესტორის ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვალიძე.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

21 ივლისი, 2018

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...