"ერთგულის" და "ვისოლის" ერთობლივი შეთავაზება მომხმარებლებს

"ერთგულის" და "ვისოლის" ერთობლივი შეთავაზება მომხმარებლებს

თიბისი ბანკის "ერთგული" ბარათი და კომპანია „ვისოლი“ მომხმარებლებს ერთობლივ აქციას სთავაზობენ. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

შეთავაზების მიხედვით, ის მომხმარებლები, რომლებიც აპრილის თვეში სამჯერ შეიძენენ მინიმუმ 50 ლარის ღირებულების საწვავს "ვისოლის" ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე, საჩურად დაერიცხებათ 20 ერთგული ქულა. ანგარიშსწორებისას აუცილებელია  თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათის გამოყენება.

შეთავაზება  1 აპრილიდან 30 აპრილამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა პირველ 3 000  მომხმარებელს შეეძლება. ქულების დახარჯვა და სასურველი პროდუქტის ან მომსახურების შეძენა  სამი თვის განმავლობაში "ერთგულის" ნებისმიერ პარტნიორ კომპანიაში იქნება შესაძლებელი. აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ "ერთგულის" ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

19 ივლისი, 2018

მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტების სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. პროგრამა ითვალისწინებს...