კომპანია RMG განცხადებას ავრცელებს

კომპანია RMG განცხადებას ავრცელებს

"გვინდა გამოვეხმაუროთ დღეს საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, რაც კომპანია RMG-ს საქმიანობას ეხება. ვაცხადებთ, რომ კომპანიამ 40-წლიანი  საწარმოს  მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა ჩაიბარა და აიღო ვალდებულება ათწლეულებით დაგროვილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, მათ შორის გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების კუთხით", - ამის შესახებ განცხადებას კომპანია RMG ავრცელებს.

RMG-მ, საერთაშორისო კომპანია GOLDER ASSOCIATES-თან ერთად 2017 წელს  შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა გარემოსდაცვითი პოლიტიკის დოკუმენტი. 100-ზე მეტი პუნქტისგან შემდგარი სამოქმედო გეგმა კონკრეტული გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრაზეა მიმართული, სადაც გაწერილია ღონისძიებები, მათი შესრულების ვადები და ამ პროგრამისთვის დაგეგმილია 30 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

2017 წლიდან კონკრეტული ღონისძიებები დაწყებულია. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების ნაწილი  ამ დროისთვის უკვე აღმოფხვრილია, ხოლო უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნის გათვალისწინებით, სრულად აღმოიფხვრება.  ეს ეხება, როგორც გარემოსდაცვითი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე მონიტორინგს, შემარბილებელ ღონისძიებებსა და შესაბამის ქმედებებს, მათ შორის - მშენებლობებს, რომლებიც უშუალოდ მიმართული იქნება გარემოსდაცვით საკითხებზე. ამ პროგრამის ფარგლებში, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი რისკი გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე, როგორიც არის მიწა, წყალი და ჰაერი.

და ბოლოს, კომპანია RMG ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორი, გადამხდელი და ექსპორტიორია. ამასთან ერთად კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 3000-ზე მეტია, რაც  მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონისთვის, ასევე ძლიერი და წარმატებული საქართველოსთვის.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...