სურამში ყოფილი სანატორიუმი ფოლადის ტერიტორია აუქციონზე იყიდება

სურამში ყოფილი სანატორიუმი ფოლადის ტერიტორია აუქციონზე იყიდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს პროექტს "50 ქონება შენი სასტუმროსთვის", რომლის მიზანია ინვესტორებს საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების სააგენტო ავრცელებს.

ამჯერად პროექტის ფარგლებში ელექტრონულ აუქციონზე დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი "ფოლადის" ტერიტორია იყიდება. უძრავი ქონება 27 ერთეულ შენობა-ნაგებობას მოიცავს, რომელიც განთავსებულია 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და წარმოადგენს მიმზიდველ ინფრასტრუქტურას სასტუმრო-კომპლექსის მოსაწყობად. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება 890 000 ლარს შეადგენს.