"m2 უძრავი ქონება" თელავში სასტუმროს ააშენებს

"m2 უძრავი ქონება" თელავში სასტუმროს ააშენებს

"m2 უძრავი ქონება" მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქალაქ თელავში 130 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. კომპანია თელავში განავითარებს სივრცეს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებისთვის. m2-მა უკვე შეიძინა 8512 კვ.მ ტეროტორია, რომელზეც ამჟამად უფუნქციოდ დარჩენილი, ძველი სასტუმრო "ინტურისტი" დგას. ამის შესახებ ინფორმაციას m2 ავრცელებს.

სასტუმროების ქსელის განვითარება m2-ის სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. კომპანიის მიერ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, m2 მომდევნო სამი წლის განმავლობაში სასტუმროს ნომრების 1000-მდე გაზრდას გეგმავს. თელავის სასტუმრო m2-ის პორტფელში რიგით მეხუთე იქნება და ის კახეთის რეგიონში ტურისტების უფრო დიდი რაოდენობის მოზიდვას, ღვინის ტურიზმის განვითარებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

19 ივლისი, 2018

მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტების სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. პროგრამა ითვალისწინებს...