ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ My Way Airlines-მა დაიწყო

ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ My Way Airlines-მა დაიწყო

ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ My Way Airlines-მა დაიწყო, რომელმაც პირველი ჩარტერული რეისი თბილისი-თეირანის მიმართულებით შეასრულა. ქართული ავიაკომპანია ბაზარზე რეგულარული ფრენების დაწყებას 2018 მაისიდან გეგმავს. პირველ ეტაპზე ფრენები 5 მიმართულებით შესრულდება. წლის გამმავლობაში კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად 10 მიმართულებით გაიზრდება.

ამ ეტაპზე ავიაკომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული. მარშრუტების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება და წლის ბოლომდე კომპანიას 250 თანამშრომელი ეყოლება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" აცხადებენ, რომ ახალი ქართული ავიაკომპანიის დაფუძნებით, ქართულ ავიაბაზარზე  კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება.

"ქართული ავიაბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური თუ ადგილობრივი ავიაკომპანიებისთვის. მივესალმებით, საქართველოში ახალი ქართული ავიაკომპანიის ოპერირებას, რომლის გუნდიც მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობით არის დაკომპლექტებული. კომპანიას აქვს სამწლიანი გეგმა. მისი მთავარი ამოცანაა სამი წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 1500-მდე გაზარდოს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ჯანსაღ კონკურენციას ქართულ ავიაბაზარზე", - განაცხადა "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, დეა მაჭავარიანმა.

My Way Airlines -ის კომერციული დირექტორის, იგორ აფციაურის განცხადებით, კომპანია ავიაბაზარზე რეგულარული ფრენების დაწყებას 2018 წლის მაისიდან ეტაპობრივად გეგმავს. ავიაკომპანია სრულად ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.

2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩინეთიდან 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების ორი,BOEING 737-800 ტიპის თვითმფრინავია იმპორტირებული. მესამე თვითმფრინავს ივლისის დასაწყისში ელოდებიან, მეოთხეს - დეკემბერში. MyWay Airlines-ი ჩინურმა კომპანია მომავალში კომპანია ფრენების განხორციელებას თბილისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-შიც გეგმავს.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...