"თპს" კრიპტოვალუტის პირველ ტერმინალს თბილისში, "ნიუ-იორკ ბურგერ" რესტორანში ანთავსებს

"თპს" კრიპტოვალუტის პირველ ტერმინალს თბილისში, "ნიუ-იორკ ბურგერ" რესტორანში ანთავსებს

მთელ ამიერკავკასიაში კრიპტოვალუტის პირველი ტერმინალი თბილისში შეგიძლიათ იხილოთ. "თპს" ინოვატორია ქართულ ბაზარზე, რომელიც კრიპტოვალუტით დაინტერესებულებს საშუალებას მისცემს ტერმინალებისა და ვებგვერდის საშუალებით შეიძინონ და გაყიდონ ციფრული ფული. პირველი ტერმინალი განთავსდა "ნიუ-იორკ ბურგერ თბილისის" რესტორანში მ. კოსტავას 71 ნომერში.

"დღესდღეობით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა კრიპტოვალუტის მოპოვებაში. ბევრს სურს მოპოვებული კრიპტოვალუტის სხვა ვალუტაზე გადაცვლა. ასევე, იზრდება მათი რიცხვი, ვინც კრიპტოვალუტის შეძენითაა დაინტერესებული. ჩვენ შევქმენით სანდო და მარტივი პლათფორმა - tps.ge - რომელიც დაინტერესებულ პირებს ონლაინ რეჟიმში ვალუტის გადაცვლას გაუმარტივებს", - განაცხადა "თპს"-ს პროგრამისტმა, გიორგი ჭეიშვილმა.

კრიპტოვალუტა აღქმულია, როგორც მომავალის ფული, ამიტომ როგორც კომპანიები, ასევე მთავრობები და სხვადასხვა ორგანიზაციები აქტიურად ერთვებიან ამ სფეროს ათვისებასა და განვითარებაში. ციფრული ფულის პოპულარობა დღითიდღე მატულობს, რაც ქართულ ბაზარზეც აისახება.

"ნიუ-იორკ ბურგერ თბილისში" დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილოთ პირველი კრიპტოვალუტის ტერმინალი და სასიამოვნო გარემოში შეიძინონ კრიპტოვალუტა. ჩვენი უგემრიელესი ბურგერების მოყვარულთა რიცხვში ბევრია ისეთი, ვინც ინოვაციებით და ბიზნესითაა დაინტერესებული, ამიტომაც ვქმნით მოხერხებულ გარემოს, სადაც მათ შეეძლებათ განახორციელონ საჭირო ტრანზაქცია", - განაცხადა "ნიუ-იორკ ბურგერ თბილისის" დირექტორმა, ენტონი სოლეიმონმა.

ტერმინალისა და ვებგვერდის გამოყენება მარტივია. მიღებული თანხის ჩასარიცხად თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ და გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ციფრული საფულე. "თპს"-ს შემუშავებული აქვს ვებგვერდის გამოყენების ინსტრუქციაც და თქვენი დამატებითი კითხვებით, მათ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ. ამ მომენტისათვის, შესაძლებელია Bitcoin და Litecoin-ის ყიდვა-გაყიდვა. სამომავლოდ, იგეგმება Ripple, Ethereum, Bitcoin Cash-ის და სხვა, მომხმარებლისთვის სასურველი კრიპტოვალუტის დამატება.

კრიპტოვალუტა სიახლეა და ამიტომაც, ამ სფეროში მეტი ცოდნის დაგროვების მიზნით, "თპს" გთავაზობთ სამი სხვადასხვა სახის ტრენინგს, რომლებსაც ევროპელი სპეციალისტები ჩაატარებენ. ტრენინგის თემებია:  Blockchain training, Cryptocurrency training, და Full blockchain cryptocurrency executive training. მონაწილეები მიიღებენ  ევროკავშირში შემავალი ქვეყნის მიერ გაცემულ სერტიფიკატს.

"თპს"-ს ვებგვერდზე შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის მომგებიანი კრიპტოვალუტა, დარეგისტრირდეთ სასურველ ტრენინგზე და გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას.