ლიბერთი ბანკი შეუერთდა უვიზო მიმოსვლის საინფორმაციო კამპანიას - "ევროპა სახლია"

ლიბერთი ბანკი შეუერთდა უვიზო მიმოსვლის საინფორმაციო კამპანიას - "ევროპა სახლია"

2017 წლის 9 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ორგანიზებით დაიწყო უვიზო მიმოსვლის რეგიონული საინფორმაციო კამპანია "ევროპა სახლია". ამის შესახებ ინფორმაციას ლიბერთი ბანკი ავრცელებს.

კამპანიის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, "ღია საზოგადოების ფონდები", სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და  ლიბერთი ბანკი.

თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი ხელს შეუწყობს "სიდას" მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალების გავრცელებას საქართველოს მასშტაბით თავის სერვის ცენტრებში.  მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის თაობაზე   მნიშვნელოვან ინფორმაციას  მიიღებენ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

19 ივლისი, 2018

მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტების სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. პროგრამა ითვალისწინებს...