საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქალთა გაძლიერების კვირეული გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქალთა გაძლიერების კვირეული გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქალთა ყოველწლიური კონფერენცია - "ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში" გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ბანკი განაგრძობს ქალ მეწარმეთა მხარადჭერას და მეორე წელია მხარს უჭერს აღნიშნულ კონფერენციას. ქალთა გაძლიერების რიგით  მე-4 ყოველწლიური კონფერენცია წელს უკვე კვირეულის სახით ტარდება, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: ფინანსებთან წვდომა, ქალი და ინოვაცია, ქალის როლი ტექნიკურ პროფესიებში. 

კვირეულის მიზანია ქალების როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ წარმატებული ქალბატონები როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ქალთა გაძლიერების კვირეული USAID-ის პროექტის - "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) საქართველოში, და "მეწარმე ქალთა საბჭო" (WBCG)-ის ორგანიზებით იმართება.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

19 ივლისი, 2018

მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტების სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. პროგრამა ითვალისწინებს...