ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვროცლავი-ქუთაისის პირველი რეისი შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვროცლავი-ქუთაისის პირველი რეისი შესრულდება

31 მარტს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.

17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დადგება, რომელიც რეგურალურ რეისებს ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით შეასრულებს.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის, ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

"ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 8 ახალი მიმართულება დაემატა. პირველი რეისი ქუთაისში რამდენიმე დღის წინ უკვე შესრულდა. 3 დღეში დაემატება ახალი, მესამე მიმართულება პოლონეთიდან, ეს გახლავთ ულამაზესი ქალაქი ვროცლავი. ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ვამატებთ 5 ახალ რეისს ევროპის ყველაზე მოთხოვნად ქალაქებში. უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთები დაანონსებისთანავე ოქტომბერშივე თითქმის სულ გაიყიდა და კიდევ ერთი მიმართულება უკვე ნოემბერში, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაემატება", - განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

14 საათის წინ

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...