"სილქნეტმა" "ჯეოსელის" შეძენის დასრულებასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერანცია გამართა

"სილქნეტმა" "ჯეოსელის" შეძენის დასრულებასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერანცია გამართა

ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ქსელის ოპერატორი "სილქნეტი" ამიერიდან მობილურ სერვისსაც შესთავაზებს მომხმარებელს. კომპანია "სილქნეტის" მიერ მობილური ოპერატორი "ჯეოსელის" შეძენის დასრულებასთან დაკავშირებით გაიმართა პრესკონფერეცია.

დამსწრე საზოგადოებას მიმართა ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. გარიგების შესახებ ისაბრეს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ და "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. სამომავლო გეგმები გააცნეს მედიას "სილქნეტისა" და "ჯეოსელის" გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა, ასევე "სილქროუდ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ალექსი თოფურიამ. პრესკონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ საქართველოს მთავრობის წევრები და ტრანზაქციის მონაწილე ქართული და რეგიონული ბანკების წარმომადგენლები.

"სილქნეტი" უკვე გაერთიანებული აქტივებით იწყებს ოპერირებას ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი და მაღალი კლასის მომსახურება. კომპანიის განვითარებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 400 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ. ამის წინაპირობაა საქართველოს მთავრობის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელესაკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე თანასწორი, ჯანსაღი  კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, განახლებული კომპანია მეტ სიკეთეს მოუტანს როგორც ქვეყანას, ასევე თითოეულ მომხმარებელს", - განაცხადა "სილქნეტის" და ჯეოსელის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა

•        საქართველოს ისტორიაში შედგა ყველაზე მსხვილი გარიგება, რომელიც "სილქნეტის" ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიას და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას  "ჯეოსელის" მობილურ სერვისთან გააერთიანებს.

•        გაერთიანებული კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისის უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე.

 "სილქნეტი" ჯეოსელის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. გარიგების ღირებულებამ 153 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.  სილქნეტის მიერ ჯეოსელის 100%-იანი წილის შეძენას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიმდინარე წლის 13 მარტს დაეთანხმა.

გარიგების დაფინანსება 133 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსით თიბისი ბანკმა უზრუნველყო 9 ბანკისგან შემდგარი სინდიკატის მეშვეობით.

პროცესის მიმდინარეობისას საერთაშორისო კომპანიებმა "ჰულიჰან ლოკი" (Houlihan Lokey) და "ერნეჰოლმ ჰასკელ" (Erneholm Haskel) სილქნეტის ფინანსური მრჩევლების მოვალეობა შეასრულეს. ხოლო კომპანია "დენტონსი" (Dentons) იურიდიული მრჩეველი იყო.

პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ KPMG და წამყვანი გლობალური სატელეკომუნიკაციო ოპერატორ Orange-ის შვილობილი საკონსულტაციო კომპანია "სოფრეკომი" (Sofrecom). თავად სილქნეტი Orange Alliance-ის წევრი 2014 წლიდანაა, რაც კომპანიას მოწინავე ტექნოლოგიებსა და საუკეთესო პრაკტიკასთან წვდომას აძლევს. Orange Alliance-ის წევრობა სილქნეტს მოწინავე საერთაშორისო მართვის სისტემების დანერგვისა და მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების სწრაფად შეთავაზების საშუალებას მისცემს.

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

25 წუთის წინ

რეგულარული რეისები მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს...