ელოშვილი: ლანდშაფტის გეგმის მიხედვით, პირველ 5 წელიწადში მასშტაბური კვლევებია გასაკეთებელი

ელოშვილი: ლანდშაფტის გეგმის მიხედვით, პირველ 5 წელიწადში მასშტაბური კვლევებია გასაკეთებელი

ამ წუთებში სასტუმრო "ბილტმორში" თბილისის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. განხილვას ესწრებიან გენგეგმის პროექტის ავტორები, "სიტი ინსტიტუტის" წარმომადგენლები, არქიტექტორები, ურბანისტები და მედიის წარმომადგენლები.

"ლანდშაფტში ჩვენ ვკითხულობთ, რომ პირველი ხუთი წლის განმავლობაში გასაკეთებელი გვაქვს ისეთი მასშტაბის კვლევები, როგორიცაა რეგულაციების დადგენა, მწვანე სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ და სხვა. ეს არის ძირითადი კვლევების ერთობლიობა, რომელიც ჩვენ ისედაც ვიცით, რომ გასაკეთებელია, ოღონდ შემდგომში უკვე, რა განვითარებას ჰპოვებს ამ კვლევების შემდეგ, რა პროექტებში გამოიხატება ეს კვლევები, ეს ალბათ ყველა ჩვენგანს მიგვაჩნია, რომ ქალაქგეგმარების ნაწილში იქნებოდა გადატანილი.

პირველი, რასაც ჯგუფი გვთავაზობს, რომ გავაკეთოთ, ეს არის ქალაქგეგმარებითი დასაბუთების ეტალონური პროექტების დამუშავება, სადაც სრულად უნდა იყოს ასახული ქალაქგეგმარებითი ნორმატიული მოთხოვნები. ეს შესაძლოა არ ევალებოდა ჯგუფს, მაგრამ ძალიან ცუდი, თუკი ეს მათ არ ევალებოდა. ამის შემდეგ ეს არის მოკლევადიანი პროექტების ერთობლიობა, შემდეგი ნაბიჯი კი არის პოლიცენტრული არეალების განაშენიანების კეთება. დგება იგივე საკითხი, რომ პოლიცენტრული არეალების განაშენიანება შესასწავლია თავიდან ბოლომდე და განსავითარებელია", - აცხადებს ელოშვილი.

მამუკა ბახტაძე: ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში

მამუკა ბახტაძე: ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში

14 საათის წინ

საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მოწინავე ქვეყანაა და ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, აშშ-ის ბიზნესწრეების...