სემეკმა ახალი ლოგო და საკომუნიკაციო სტრატეგია წარადგინა

სემეკმა ახალი ლოგო და საკომუნიკაციო სტრატეგია წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ (სემეკ) ახალი ლოგო და საკომუნიკაციო სტრატეგია წარადგინა.

პრეზენტაცია სემეკის ოფისში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

სემეკის  ახალი ლოგო, სლოგანი და საკომუნიკაციო სტრატეგია შემუშავდა შესაბამისი კვლევების საფუძველზე. აღნიშნულ პროცესში სემეკს საკონსულტაციო მომსახურება კომპანია "ჯეპრამ" გაუწია.

ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია ორიენტირებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივებაზე, მოქალაქეთა ინფორმირებულობაზე კომისიის საქმიანობის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სიახლეების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში მოხდება ერთიანი საინფორმაციო კამპანიების წარმოება საქართველოს მასშტაბით, მათ შორის არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

15 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...