ელოშვილი: მერიას არ აქვს მასტერპლანი, რომ დაითვალოს ნაკადები და გააკეთოს მოდელირება

ელოშვილი: მერიას არ აქვს მასტერპლანი, რომ დაითვალოს ნაკადები და გააკეთოს მოდელირება

ამ წუთებში სასტუმრო "ბილტმორში" თბილისის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. განხილვას ესწრებიან გენგეგმის პროექტის ავტორები, "სიტი ინსტიტუტის" წარმომადგენლები, არქიტექტორები, ურბანისტები და მედიის წარმომადგენლები.

"შეკავშირებული ქალაქი - შეკავშირებული ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი არის ის, რომ უნდა მოეწყოს ახალი მაგისტრალი რკინიგზის გასწვრივ და ფაქტობრივად მის მაგივრად და ქალაქის განივი კავშირები უნდა შეკავშირდეს, თუმცა პირველივე ნაწილში ჩვენ ვკითხულობთ, რომ მერიას არ გააჩნია მასტერპლანი, მერიას არ აქვს საშუალება, რომ დაითვალოს ნაკადები და გააკეთოს მოდელირება.

ყველა ჩვენი საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც ჩვენ მიერ ამ პროცესში იყო ჩართული, ერთხმად ამტკიცებს, რომ 21-ე საუკუნის ქალაქის სატრანსპორტო ნაკადების განვითარება წარმოუდგენელია კონკრეტულად მასტერპლანის და გეგმის გარეშე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ არ გაგვაჩნია. შესაბამისად, როგორი უნდა იყოს ქალაქი და თუი როგორ უნდა განვითარდეს ეს გრძივი კავშირები, ამას ყველაფერს აჩვენებს მოდელირება.

პირველ რიგში, ასეთი განვითარება არასასურველია, ამას აქცენტი უფრო ავტომობილებზე გადააქვს, რაც კონცეფციაში ეწინააღმდეგება მწვანე ქალაქის კონცეფციას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იყოს გადასული ძირითადი აქცენტები", - აღნიშნავს ილია ელოშვილი.

ლევან კობერიძე: ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ანტიდემპინგური კანონმდებლობის განხილვა

ლევან კობერიძე: ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ანტიდემპინგური კანონმდებლობის განხილვა

37 წუთის წინ

ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, ადგილობრივ წარმოებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. კანონპროექტი, რომელიც სამი წელია უკვე პარლამენტში, თაროზეა შემოდებული, სასწრაფოდ ითხოვს მნიშვნელოვან დახვეწას და ამოქმედებას. დახვეწის გარეშე...