ილია ელოშვილი: მშენებლობა უნდა დაეფუძნოს მწვანე არეალს და არა პირიქით

ილია ელოშვილი: მშენებლობა უნდა დაეფუძნოს მწვანე არეალს და არა პირიქით

ამ წუთებში სასტუმრო "ბილტმორში" თბილისის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. განხილვას ესწრებიან გენგეგმის პროექტის ავტორები, "სიტი ინსტიტუტის" წარმომადგენლები, არქიტექტორები, ურბანისტები და მედიის წარმომადგენლები.

"როდესაც საუბარია განახლებაზე, ის, რაც გვქონდა, ცუდად თუ კარგად გაკეთებული, მინიმუმ უნდა დარჩენილიყო და მომხდარიყო მისი, თუნდაც იდენტიფიკაცია. თუკი ეს დავალებაში არ იყო, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, დარჩენილიყო ასე და მოეცათ კონკრეტული მითები, თუ როგორ უნდა გაგვევითარებინა შემდგომში ქალაქი, მის ირგვლივ არსებული არეალების მხრივ და მოხდა რა... ეს კონკრეტული გენგეგმა რომ მივიღოთ, ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც დახედავს, მისთვის ეს მთლიანად ღია არეალი იქნება, შესაბამისად მას სწორი აღქმა უჩნდება იმისა, რომ შეუძლია მშენებლობა აწარმოოს, სადაც კი მოუნდება, შესაბამისად, როცა ის მოვა, მე უნდა მახსოვდეს, რომ ეს წაშლილი მაქვს იმიტომ, რომ დავალებაში ასე ასახული არ იყო თავიდანვე და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გავყვე ინვესტორს, ადგილზე ვნახო, რა არის მწვანე არეალები. მეორე ვარიანტი, რასაც გვთავაზობს ჯგუფი, არის ის, რომ თავიდან ჩავატაროთ მთელი ინვენტარიზაცია იმისთვის, რომ შემდგომში სწორად გადავანაწილოთ, ანუ დაეფუძნოს მშენებლობა მწვანე არეალს და არა პირიქით, მშენებლობა დაეფუძნოს მწვანე არეალი. ამ შემოთავაზებას გაუარესებისკენ მივყავართ. ", - აცხადებს ელოშვილი.

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

8 საათის წინ

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...