თებერვალში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 186.9 მილიონი ლარით შემცირდა

თებერვალში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 186.9 მილიონი ლარით შემცირდა

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 186.9 მილიონი ლარით, ანუ 0.6 პროცენტით შემცირდა და 2018 წლის პირველი მარტისათვის 33.6  მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2018 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.6 პროცენტია.