კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა თებერვალში 49.8 მილიონი ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა თებერვალში 49.8 მილიონი ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2018 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით 49.8 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 21.9 მლრდ ლარს გადააჭარბა. შესაბამისს ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 142.2 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 92.3 მლნ ლარით შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.5 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 6.8 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

2018 წლის თებერვლის განმავლობაში 1.0 პროცენტით ანუ 117.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 11.7 მლრდ ლარს მიაღწია.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.21 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.55 პროცენტული პუნქტით.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

19 ივლისი, 2018

მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტების სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. პროგრამა ითვალისწინებს...