"სილქნეტის" მიერ მობილური ოპერატორი "ჯეოსელის" შეძენის თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართება

"სილქნეტის" მიერ მობილური ოპერატორი "ჯეოსელის" შეძენის თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართება

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტრანზაქციის, კომპანია "სილქნეტის" მიერ მობილური ოპერატორი "ჯეოსელის" შეძენის, დასრულებასთან დაკავშირებით 27 მარტს, 15:00 საათზე "რესპუბლიკის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც აღნუშნულ საკითხზე ისაუბრებენ: 

  •  გიორგი რამიშვილი - კომპანია "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი;
  •  ალექსი თოფურია - "სილქ როუდ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
  •  ბადრი ჯაფარიძე - თიბისი ბანკის დამფუძნებელი;
  •  ვახტანგ ბუცხრიკიძე - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი. 

პრესკონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის წევრები და ტრანზაქციის მონაწილე ქართული და რეგიონული ბანკების წარმომადგენლები. მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი 1, მრავალფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა".

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

25 წუთის წინ

რეგულარული რეისები მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს...