სემეკსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სემეკსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე ირინა მილორავამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის მთავარი მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა განათლების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში.

მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას მემორანდუმის ფარგლებში  ითანამშრომლონ შემდეგი მიმართულებებით: ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სტუდენტებს კომისიაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის  გავლაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში. უნივერსიტეტი და კომისია დაეხმარებიან უნივერსიტეტის თანამშრომლებს, სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ენერგეტიკის სფეროში კვლევების ჩატარების მიზნით არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიება-გაცნობაში; მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...