გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა და თიბისი ბანკის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა და თიბისი ბანკის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 23 მარტს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და თიბისი ბანკის ორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა შედგა თემაზე - "საბანკო გარანტიები და პრაქტიკა". ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში, თიბისი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ეგუტიამ საბანკო გარანტიების არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. მან დამსწრე აუდიტორიას გააცნო თიბისი ბანკის მიდგომები, რომლებიც შემუშავდა არსებული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ. მოხსენების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აღნიშნული თემა დისკუსიის რეჟიმში განეხილათ.

შეხვედრას  სახელმწიფო და კერძო სექტორის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის  გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრები, საფინანსო ინსტიტუტებისა და იურიდიული ფირმების წარმომადგენლები.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

19 ივლისი, 2018

მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტების სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. პროგრამა ითვალისწინებს...