"ენერგო-პრო ჯორჯია" გუდაურში ძაბვის ვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ენერგო-პრო ჯორჯია" გუდაურში ძაბვის ვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ენერგო-პრო ჯორჯია" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში ავარიულ გათიშვას ან ძაბვის ვარდნას კომპანიის ქსელში ადგილი არ ჰქონია", - ამის შესახებ განცხადებას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

"ამის დასადასტურებლად, ისიც საკმარისია, რომ გუდაურში არსებულ არცერთ საბაგიროზე, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება მთელი დღის განმავლობაში არ მომხდარა.

საერთაშორისო ექსპერტების მიერ შედგენილი პირველადი დასკვნა შესაძლოა გულისხმობდეს საბაგირო გზების შიდა, ლოკალურ ელექტროქსელში დაფიქსირებულ რაიმე სახის ხარვეზს, თუნდაც ძაბვის ვარდნას. თუმცა, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ლოკალურ ქსელში არსებულ ხარვეზზე ინფორმაცია არ გააჩნია და ვერც ექნება იმ მიზეზის გამო, რომ არ ახორციელებს აღნიშნული ქსელის ექსპლუატაციას, შესაბამისად არ არის პასუხისმგებელი მის გამართულ ფუნქციონირებაზე.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" გამოთქვამს მზადყოფნას, ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინოს დოკუმენტაცია იმის დასადასტურებლად, რომ 16 მარტს გუდაურის საკურორტო ზონაში ელექტრომომარაგების კუთხით შეფერხებას ადგილი არ ჰქონია", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

26 მაისი, 2018

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...