ქუმსიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო

ქუმსიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო.

სასტუმრო "რედისონში" მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა EU4Business-ის მნიშვნელობაზე საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დახმარებით განხორციელებულ მნიშვნელოვანი რეფორმებზე ისაუბრა, მან ასევე აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

"2014 წელს ჩვენ ასოცირების შეთანხმებასთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო არეალის შეთანხმებას, რაც ნამდვილად იყო ბიძგი, რომ საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გახსნილიყო, საქართველოს გასჩენოდა  სტიმული იმისთვის, რომ შექმნილიყო ახალი წარმოებები და საქართველოს ეკონომიკა მეტად კონკურენტუნარიანი გამხდარიყო. სწორედ ამ დროს საქართველოს მთავრობამ შექმნა პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომელიც თავისი შინაარსით თითქმის იგივეა, რაც შემდგომში უკვე ევროკავშირმა შემოგვთავაზა, როგორც პროგრამა "ევროკავშირი ბიზნესისთვის", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის

10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის

4 საათის წინ

წარმოგიდგენთ 10 მიზეზს თუ რატომ არის ლუდი ზომიერად მოხმარების შემთხვევაში სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  ეს სტატია არ არის სმისკენ მოწოდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ მიირთმევთ...