25 მარტს ავიაკომპანია Wizz air რიგადან ქუთაისის მიმართულებით პირველ რეისს შეასრულებს

25 მარტს ავიაკომპანია Wizz air რიგადან ქუთაისის მიმართულებით პირველ რეისს შეასრულებს

2018 წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით რამდენიმე მიმართულება ემატება. წელს, პირველი ახალი რეისი, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რიგადან 25 მარტს 11:05 საათზე შესრულდება.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

"მოხარულები ვართ, რომ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 7 ახალი მიმართულება დაამატა. პირველი რეისი ქუთაისში რიგადან სრულდება. რაც მთავარია, მაისიდან უკვე ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი განთავსდება, რომელიც ევროპის ქვეყნების მიმართულებით რეგულარურ რეისებს კვირაში რამდენჯერმე შეასრულებს", - განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

31 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ვროცლავიდან პირველი რეგულარული რეისი შესრულდება. ხოლო 17 მაისიდან ათენში, პარიზში, რომში, ბარსელონასა და პრაღაში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები დაინიშნება.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

10 საათის წინ

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...