მატერნოვა: ევროკავშირი საქართველოში დაახლოებით 48 მილიონი ევროს საბიუჯეტო პროექტს იწყებს

მატერნოვა: ევროკავშირი საქართველოში დაახლოებით 48 მილიონი ევროს საბიუჯეტო პროექტს იწყებს

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები გაერთიანდა და ეს ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობისას მოხდა. სწორედ ეს უწყება ფარავს ჩვენი პორტფოლიოს პროექტების დიდ ნაწილს, რომელსაც საქართველოში ვახორციელებთ", - ამის შესახებ ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ კატარინა მატერნოვამ ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა.

კატარინა მატერნოვას განცხადებით, ევროკავშირი საქართველოში დაახლოებით 48 მილიონი ევროს საბიუჯეტო პროექტს იწყებს.

"საქართველოს ეკონომიკური და ბიზნესგანვითარებისთვის დაახლოებით 48 მილიონი ევროს პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც სამი მიმართულებით ვიმუშავებთ“, - განაცხადა კატარინა მატერნოვამ.

როგორც მან აღნიშნა, პროექტის მიზანი საქართველოში, მათ შორის რეგიონებში, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. პროექტი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს: ბიზნესდავებზე სამართლიანი გადაწყვეტილებების მოკლე დროში მიღება; ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და ინოვაციური ბიზნეს მოდელების შექმნის წახალისება, რაც მომავალში სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს. ამასთან, დახმარების პროექტი ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, ითვალისწინებს ღირებულებათა ჯაჭვების/კლასტერების და ბიზნესინკუბატორების განვითარების ხელშეწყობას.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

21 ივლისი, 2018

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...