მინსკში სპეციალური მაღაზია გაიხსნება, სადაც მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება

მინსკში სპეციალური მაღაზია გაიხსნება, სადაც მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სპეციალური მაღაზია გაიხსნება, სადაც მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება.

ამის შესახებ ცნობილი გახდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მიისტრის მოადგილე მიხაილ რუსის შეხვედრისას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის სავაჭრო ცენტრები საქართველოში უკვე მოქმედებს, სადაც მხოლოდ ბელარუსში წარმოებული პროდუქცია იყიდება.

ბელარუსული მხარის ინფორმაციით, მინსკში 1200 კვ.მ. ფართობზე განთავსდება სავაჭრო ცენტრი, სადაც ქართული ღვინო, მინერალური წყლები, აგროსამრეწველო და სხვა სასურსათო პროდუქცია გაიყიდება.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ბელარუსში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას.

პირველ ვიცე-პრემიერსა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოსა და ბელარუსის უმაღლესი ხელისუფლებების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ინოვაციების, კომუნიკაციებისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით.

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

10 საათის წინ

"ვენდი" და "დანკინ დონატსი" აგრძელებს თანამშრომლობას Menu.ge-სთან და თბილისის გარდა ახლა უკვე ბათუმში, ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს მიღება უფასო კურიერული მომსახურებით. უგემრიელესი ბურგერებისა და...