TBC: თიბისი დაზღვევის  სპეციალური შეთავაზება ერთგული ბარათის მფლობელებისთვის

TBC: თიბისი დაზღვევის სპეციალური შეთავაზება ერთგული ბარათის მფლობელებისთვის

თიბისი დაზღვევა და ერთგული ბარათი მომხმარებლებს  ერთობლივ აქციას სთავაზობს:  ის, ვინც  D1 ავტოდაზღვევას თიბისი ბანკის ერთგული ბარათით B Bot • ბი ბოტის  დახმარებით შეიძენს, 30 ლარის ნაცვლად, გადაიხდის 20 ლარს. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

D1 ავტოდაზვევის შესაძენად მომხმარებლებმა  ბი ბოტს უნდა მიმართონ და ავტოდაზღვევის შეძენისას ჩატში უნდა მიუთითონ სასაჩუქრე კოდი: ERTGULI. აქცია ძალაშია 100 სადაზღვეო პაკეტის ამოწურვამდე.

D1 ავტოდაზღვევა ფარავს ავტოსაგზაო შემთხვევას და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც გულისხმობს ავტოავარიის შედეგად, სხვისი ავტომობილის, ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე.

საკრედიტო ბარათის "ერთგულის" აღება შესაძლებელია თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.