მესტიაში ჰოსტელი 1 108 500 ლარად გაიყიდა

მესტიაში ჰოსტელი 1 108 500 ლარად გაიყიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტის "50 ქონება შენი სასტუმროსათვის" ფარგლებში პირობიან ელექტრონულ აუქციონზე დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე N7-ში მდებარე ჰოსტელი "სეტი" ელექტრონულ აუქციონზე 186 ბიჯით 1 108 500 ლარად გაყიდა. უძრავი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი – 550 500 ლარს შეადგენდა.

აუქციონის პირობის მიხედვით მყიდველმა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 8 ნომრის მქონე  სასტუმროს მოწყობა და ამ მიმართულებით სულ მცირე 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. სასტუმროში 5 ადამიანი დასაქმდება.

შეგახსენებთ, რომ პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსათვის" მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 50 423 001 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა მინიმუმ 98 500 000 ლარს შეადგენს.

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...