გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებს სამდღიან სემინარზე განიხილავენ

გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებს სამდღიან სემინარზე განიხილავენ

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში  სამდღიან სემინარს მართავს თემაზე: "FAO-ს პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინდიკატორები". ღონისძიების მიზანია, შესაბამის სტრუქტურებში ცნობიერების ამაღლება გაეროს იმ გლობალური მიზნების შესახებ, რომლებიც სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვას უკავშირდება.

საქსტატში მიმდინარე სემინარზე დეტალურად განიხილება FAO-ს პასუხიმგებლობის ქვეშ მყოფი გლობალური მიზნების 21 ინდიკატორი, ანუ შეფასების ის კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც ეროვნული მთავრობები და გაეროს სააგენტოები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას აფასებენ.

სემინარზე მოხდება ისეთი მიმართულებების მიმოხილვა, როგორებიცაა: ინდიკატორებისთვის საჭირო მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგია, მონაცემთა წყაროები და ინდიკატორების შემუშავებასთან  დაკავშირებული სამომავლო გეგმები. საუბარი იქნება FAO-ს როლზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებასა და მონიტორინგში როგორც რეგიონულ , ასევე ეროვნულ დონეზე.

სასწავლო სემინარი დღეს გაიხსნა და 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ საქსტატის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სხვადასხვა სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

2015 წელს გაეროს წევრი 193 ქვეყანა შეთანხმდა  მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 გლობალურ მიზანს და 169 ამოცანას.  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) მიმართულია სიღარიბისა და შიმშილის დაძლევისა და ბუნებრივი რესურსების აღდგენისაკენ და ორიენტირებულია სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა.

თემები:
გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...