კომპანია RMG განცხადებას ავრცელებს

კომპანია RMG განცხადებას ავრცელებს

"გვინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტიებს მხრიდან დმანისში გუშინ მოწყობილ პროვოკაციას და განვაცხადოთ, რომ  პოლიტიკური პარტიები საკუთარი, ინტერესების გამო, უკვე ღიად  ცდილობენ  კერძო ბიზნესის საქმიანობაში ჩარევას. ისინი არ ერიდებიან სიცრუის ტირაჟირებას და ღია აგრესიასაც კი", - ამის შესახებ განცხადებას კომპანია არემჯი ავრცელებს.

"კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სოფელ დიდი დმანისის მომიჯნავე  16 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე, რომელიც დღეს აუქციონის გზით, იჯარით უნდა გაიცეს კომპანია RMG Gold -ი არანაირ სამუშაოებს არ აწარმოებს და ოპოზიციური პარტიები მიზანმიმართულად ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ამაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გუშინ თავად დარწმუნდნენ, რაც აგრეთვე დადასტურდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მობილური ჯგუფის მიერ ადგილზე, თუმცა ღია პროვოკაციის მოწყობა მაინც სცადეს.

ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, იმის შესახებ, რომ ისინი დღეს ადგილზე  ჩავიდოდნენ და მიწის ნაკვეთის აზომვით სამუშაოებს თავად აწარმოებდნენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს აღარ გამოჩენილან, რაც კიდევ ერთხელ გახლავთ იმის დასტური, რომ გუშინდელი დღე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შოუს ნაწილი იყო.  ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რომ  მიწის ნაკვეთზე კომპანია RMG-ის   მიერ  სამუშაოები არ ხორციელდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პოლიტიკოსები  კომპანია RMG-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ და ღიად ცდილობენ  თავისუფალი ბიზნესის საქმიანობაში ჩარევას.

კომპანია RMG, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თხოვნით მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს, უზრუნველყოს დღევანდელი აუქციონის სამართლიანად წარმართვა, რადგან სახეზეა თავისუფალი ბიზნესის საქმიანობაში უხეში ჩარევა და ზეწოლა", - ნათქვამია განცხადებაში.

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

9 საათის წინ

2018 წლის 21 ივნისს, თელავში "m2 უძრავი ქონებისა" და საფეხბურთო კლუბ "თელავის" ორგანიზებით, გაიმართა საბავშვო ტურნირი ფეხბურთში კახეთის რეგიონის გუნდებს შორის. "m2-ის თასზე" მონაწილეობა  11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 8 გუნდმა მიიღო -...