მთავარი » » "მთის კურორტების" გუდაურის სამაშველომ ქართველი პარაპლანისტი და ინდოელი ტურისტი გადაარჩინა
20:32 | 19 იანვარი, 2017

"მთის კურორტების" გუდაურის სამაშველომ ქართველი პარაპლანისტი და ინდოელი ტურისტი გადაარჩინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" გუდაურის სამაშველო სამსახურმა ქართველი პარაპლანისტი და ინდოელი ტურისტი გადაარჩინა.
ქართველი პარაპლანისტი და ინდოელი ტურისტი გუდაურში "კუდებიდან" აფრინდნენ. მოულოდნელად ხილვადობა შეიცვალა პარაპლანისტმა შეძლო პარაპლანის დამორჩილება და დაეშვა ხადას ხეობაში. მთაზე მყოფმა მაშველებმა შეამჩნიეს პარაპლანისტის მიერ განხორციელებული არასწორი ტრაექტორია, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება. მაშველებმა ფეხით შეძლეს ტურისტების ხეობიდან გამოყვანა და მათი უსაფრთხოდ გადაყვანა დაბა გუდაურში.